ღვინის შესახებ
ღვინო დამზადებულია, მეორე სვირის მიკროზონაში მოკრეფილი ციცქას ყურძნის ჯიშისგან, ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ჭაჭაზე ხანგრძლივი დაყოვნებით.
ღვინო არის საშუალო ქარვისფერი. აქვს ყვითელი კურკოვანი ხილის ჩირების, ვაშლის, გარგარის, ქლიავის, სანელებლების და თხილეულის ინტენსიური არომატი. საშუალო სხეული, მაღალი მჟავიანობა, მწიფე ტანინები და მწიფე კურკოვან ხილზე ორიენტირებული, ხანგრძლივი დაბოლოება.
რეკომენდირებულია მიირთვათ - 2021-2025 წლებში. ეს არის გასტრონომიული ღვინო, რომელიც მოითხოვს საკვებთან შეხამებას. შეგიძლიათ შეუხამოთ, ძეხვეულის დაფას, სუშის და გრილზე შემწვარ ბოსტნეულს ტაჰინის სოუსით.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
13.5%
ფერი
- ღია ქარვისფერი
არომატი
- ტროპიკული ხილი
გემო
- მწიფე ხილი
- ნაზი
- საშუალო სიმჟავე
ტექნოლოგია
- ქვევრი
ჯიში
- ციცქა
საოჯახო მარანი
- ლაბარა
რეგიონი
- იმერეთი
წელი
2020