რტონი ის მეღვინეობაა, რომელიც მუდმივად ასოცირებულია მრავალფეროვნებასთან, რტონის დამფუძნებელი და მეღვინე გიორგი სხირტლაძე, რომელიც გახლდათ სამართალმცოდნე თუმცა 33 წლის ასაკში სრულიად შეცვალა პროფესია, გახდა მეღვინე და შექმნა საკუთარი მარანი.
იგი მუშაობს როგორც აღმოსავლურ ასევე დასავლურ ჯიშებზე, არა მხოლოდ ქართულ არამედ უცხოურ ნიმუშებზეც. რტონის მეღვინეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას უცხოური ჯიშებისა და ქართული ტექნოლოგიის შერწყმა წარმოადენს, რომელიც სრულიად ახალ და განსხვავებულ გემოს ქმნის.