შაქრიანი ისთეითი ახალგაზრდა მეღვინის, ნიკოლოზ ცხოვრებაძის მეღვინეობაა. ნიკოლოზი მხოლოდ 21 წლის არის და უკვე მოახერხა შეექმნა ღვინო, რომელმაც დიდი სიყვარული და მოწონება დაიმსახურა. როგორც ნიკა გვიყვება მთავარი ჯიში მისთვის საფერავია, თუმცა იგი ასევე დაინტერესებულია მივიწყებული ჯიშებით და მის სამომავლო გეგმებში სწორედ ასეთი ჯიშის გაშენებაა. მეღვინეობის მთავარ მიზანს ბიო მევენახეობაზე გადასვლა წარმოადგენს.