იშვიათ კახურ ჯიშებზე საუბრის დროს აუცილებლად გაგახსენდებათ შათირის საოჯახო მარანი, რომელიც ვახო და ნიკა შათირიშვილების დიდი შრომისა და მონდომების წარმატებული შედეგია, მათი მეღვინეობის მთავარ მიმართულებას ბლენდები წარმოადგენს, განსხვავებული ყურძნის ჯიშების სწორად დაკავშირება და მათი გემოვნური თვისებების იდეალური სინთეზი ქმნის იმ ბალანსსა და ბუკეტს რომელსაც შათირის ღვინოებში აუცილებლად ვიპოვით.