ღვინის შესახებ
ღვინო დაყენებული არის ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ხანგრძლივი ჭაჭაზე დაყოვნებით.
ღვინო არის საშუალო ქარვისფერი. აქვს გარგარის, ატმის, ატმის კურკის და კირქვის არომატი. ღვინო არის სრულსხეულიანი, აქვს ხავერდოვანი ტანინები, დაბალანსებული, საშუალო მჟავიანობითა, მაღალი ალკოჰოლი და მწიფე კურკოვანი ხილის: ყვითელი ქლიავის, გარგარის და თეთრი ატმის საშუალო ხანგრძლივობის დაბოლოება.
ღვინოს აქვს დავარგების პოტენციალი, რეკომენდირებულია მიირთვათ 2022-2028 წლების მანძილზე. ეს არის გასტრონომიული ღვინო, რომელიც შეგიძლიათ შეუხამოთ ღორის ნეკნებს, ცხვრის ჩაშუშულს, დავარგებულ ყველს და ჩირებს.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
14%
ფერი
- ღია ქარვისფერი
არომატი
- ლეღვი
- ციტრუსი
გემო
- მინერალური
- სასიამოვნო ტანინი
ტექნოლოგია
- ქვევრი
ჯიში
- გორული მწვანე
რეგიონი
- ქართლი
წელი
2020