გორული მწვანე • ჩინური პეტნატი
2021
ღვინის შესახებ
შატო ატენი სოსო ვანიშვილის მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც აქტიურად აწარმოებს ცქრიალა ღვინოებსა და პეტნატებს, ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში ჩინურისა და გორული მწვანეს ბლენდით მიღებული პეტნატია, ტროპიკული ხილის არომატებით მდიდარი ცინცხალი ღვინო, სტრუქტურულად ძლიერი და კომპლექსური. პეტნატის მთავარი ხიბლი მისი ველური ბუნება და ხილის არომატების მრავალფეროვნებაა, რაც ამ ღვინოში იდეალურად არის წარმოჩენილი.