ღვინის შესახებ
ღვინო დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში ჭაჭაზე დაყოვნებით, შემდეგ კი დავარგებულია მუხის კასრში.
ვენახი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, სოფელ მაღრაანში.
ღვინო არის მუქი ქარვისფერი. აქვს ჭერამის, კომშის, ყვითელი ქლიავის, მსუბუქი თაფლის, ბოლის და თეთრი პილპილის არომატი. ღვინო არის სრულსხეულიანი, აქვს ახალგაზრდა ტანინები, დაბალი მჟავიანობა და კურკოვანი ხილის საშუალო დაბოლოება. ღვინოს აქვს პოტენციალი, რომ დავარგდეს 5-8 წლის მანძილზე. რეკომენდირებულია დეკანტირება 20-30 წუთის მანზილზე და ღვინის ჩირებთან, დავარგებულ ყველთან და ძეხვის დაფასთან შეხამება.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
14%
არომატი
- თეთრი ხილის ჩირი
გემო
- მწიფე თეთრი ხილი
- სხეულიანი
- ტანინიანი
ტექნოლოგია
- ქვევრი
ჯიში
- ხიხვი
ადგილი
- ახმეტა
რეგიონი
- კახეთი
წელი
2020