მარანი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. მეღვინეობას სათავეში უდგას მამაო, რომელიც დაბალი ინტერვენციით და ენდემური საფუვრის კულტურით აწარმოებს ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოებს ქვევრში. მეღვინეობის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს კახეთის რეგიონი და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ყურძნის ჯიშები, თუმცა მარანი ასევე იყენებს რამოდენიმე დასავლურ ყურძნის ჯიშსაც.