ბატონი ღვინო, ვახანიების საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც ღვინის ენთუზიასტის, უჩა ვახანიას დაფუძნებულია, სწავლისა და ცოდნის დაგროვების შემდეგ უკვე უჩამ თავად შექმნა საკუთარი ღვინო, დღეს კი მისი შვილი, ნიკოლოზიც აქტიურად ჩართულია პროცესებში და მამასთან ერთად ქმნის და ავითარებს ოჯახის მეღვინეობას. ასორტიმენტში კახურ ჯიშებს შეხვდებით, საინტერესოა რომ უჟანგავი ფოლადის ცისტერნაში, ჭაჭაზე, კანთან კონტაქტის შედეგად ხდება ღვინის დაყენება. მათი წარმოება საკმაოდ მცირეა, თუმცა მდიდარია ჯიშების მრავალფეროვნებით, როგორც თავად ნიკოლოზი გვეუბნება ახალ ჯიშებზე მუშაობა ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა მათთვის.