მოსავალი საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც ძველ, ტრადიციულ, ასევე ახალ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ მარანს, რაც საშუალებას იძლევა ერთი ჯიშისგან, განსხვავებული ტექნოლოგიებით შეიქმნას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინოები, რაც მეტად გვაცნობს თითოეული ჯიშის პოტენციალს. მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ტურისტის სტუმრობისთვის. იგი ახლოს არის დედაქალაქთან და მარანთან ერთად შეუდარებელი კერძებით არის გამორჩეული.