ვინი ამარე გრიგოლ ნეფარიძის საოჯახო მეღვინეობაა, მან წინაპრების საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა და ჩააბარა ღვინის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, უნივერსტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ შეიქმნა სწორედ ვინი ამარე. გრიგოლი აქტიურად მუშაობს, იშვიათი ენდემური ჯიშის თეთრი რკოსა და კუნძას მოძიებაზე. ვინი ამარეს ასორტიმენტში შეხვდებით როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური ტექნოლოგიით დაყენენებულ ღვინოებს.