მოსავალი პირველი სამი მეგობრის ენთუზიაზმისა და ღვინის მიმართ სიყვარულის შედეგია. მეღვინეობა ყოველწლიურად ცდილობს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ახლის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის, ისინი არც ექსპერიმენტებს უშინდებიან, ამის მაგალითია მათი შექმნილი მაყვლის ღვინო, რომელმაც მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. მეღვინეობის მთავარ მიმართულებას ბლენდების შექმნა წარმოადგენს, რაც მათივე თქმით ბევრ ჯიშზე მუშაობის და ახალი გემოების შექმნის საშუალებას აძლევთ.