ვინივერიას ისტორია 2005 წელს იწყება, როცა კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ქვევრის მარნის მშენებლობას კახეთის რეგიონში, სოფელ ვარდისუბანში. 2006 წელს დასრულდა მარნის მშენებლობა და მეღვინეობამ პირველი მოსავალი მიიღო. 2008 წელს, მარნის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში ერთ-ერთი პირველი შატოს ტიპის სასტუმროს „შატო მერეს“ მშენებლობაც დაიწყო, რომლის მშენებლობაც 2011 წელს დასრულდა.
მეღვინეობისა და სასტუმროს კომპლექსის დამფუძნებელი - გიორგი პირადაშვილი.
მეღვინე-კონსულტანტი დათო მაისურაძე.