ღვინის შესახებ
მევენახე და მეღვინე არის არჩილ უთიაშვილი, ყურძენი ამ ღვინისთვის მოწეულია 40 წლის ვენახიდან. ფერზე არის ინტენსიური ძოწისფერი, ცხვირზე საკმაოდ ჯანსაღი, ცოცხალი და მწიფე. აქვს ალუბლის, ქლიავის, ჟოლოს, მოცხარის, მოცხარის ლიქიორის არომატები. გემოზე არის ცოცხალი და აქვს მძლავრი ტანინები, ახასიათებს გემოს საშუალო ხანგრძლივობა და დაბალი მჟავიანობა, ღვინო არის ახალგაზრდა და აქვს დაძველების პოტენციალი. მსგავსი ღვინის სტილის მოყვარულ ენთუზიასტებს გავუწევდი რეკომენდაციას, ეს ღვინო გაესინჯათ ახლა. შესაძლებელია 2040 წლამდე დაძველება. შეეხამება გრილზე შემწვარ ხორცს, მაყვალის სოუსთან ერთად.
რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
15%
ფერი
- მუქი ალუბლისფერი
არომატი
- ბროწეული
- მაყვალი
- ქლიავი
გემო
- სრული სხეული
- ხავერდოვანი ტანინები
ტექნოლოგია
- კლასიკური
ჯიში
- საფერავი
საოჯახო მარანი
- არჩილის ღვინო
ადგილი
- წინანდალი
რეგიონი
- კახეთი
წელი
2018