ღვინის შესახებ
ღვინოს აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, მსუბუქი აგურისფერი მენისკით. მკაფიოდ გამოხატული, ფრანგული მუხის კასრის არომატები, კედარის, დარიჩინის, მიხაკისა და ბოლის არომატი, მსუბუქი ტყავის და შავი ქლიავის ჩირის ტონებთან ერთად. ღვინო არის სრულსხეულიანი, დაბალანსებული ტანინებით და მჟავიანობით, მაღალი ალკოჰოლით და კასრის გემოს დაბოლოებით. ღვინო საჭიროებს დეკანტაციას 40-60 წუთის მანძილზე. ღვინოს აქვს დავარგების პოტენციალი. მიირთვით 2024-2030 წლებში, ლურჯ ყველთან, გრილზე შემწვარ სტეიკთან, შებოლილ ნეკნებთან და სოკოს რიზოტოსთან ერთად.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
14.5%
ფერი
- ძოწისფერი
არომატი
- ალუბალი
- ვანილი
გემო
- დაბალანსებული
- მუხის ტონები
- რბილი
- სხეულიანი
- ტანინიანი
- ხავერდოვანი
ტექნოლოგია
- კლასიკური/მუხის კასრი
ჯიში
- საფერავი
ადგილი
- შილდა
რეგიონი
- კახეთი
წელი
2015