წითელი, მშრალი, კლასიკური ღვინო დასავლეთ საქართველოდან, დამზადებულია რაჭის რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი წითელყურძნიანი ჯიშისგან. 100% პროცენტით მუჯურეთულისგან დამზადებული ღვინო ძალიან იშვიათია სულ რამოდენიმე ნიმუში გვხვდება, რადგან ძირითადად ალექსანდრეულთან ერთად აყენებენ ხოლმე ამ ჯიშისგან ღვინოს, ეს ვენახიდან გამომდინარეობს რაჭაში ალექსანდრეულის და მუჯურეთულის ვაზი ერთ ვენახში არის ხოლმე თავმოყრილი. ეს ღვინო რაჭის რეგიონს კარგად წარმოაჩენს - ღვინო არის ნაზი და გრილი ისეთივე როგორიც არის რაჭის გარემო და კლიმატი. ღვინის ფერი არის ღია ლალისფერი, გამჭირვალე. არომატი საკმაოდ ინტენსიური, შინდის, ტყის კენკრის და წითელი ტყემლის არომატებით გაჯერებული, გემოზე არის მსუბუქი, მაღალი მჟავიანობა აქვს რაც საშუალებას გვაძლევს რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა კერძს შევუხამოთ, აქვს ძალიან დასამახსოვრებელი და გამყოლი გემო. ეს ღვინო თავისი სიმსუბუქით წელიწადის ოთხივე დროს იდეალურია, ზაფხულში ოდნავ შეგრილებული ან ზამთარში საშობაო სუფრაზე.
საბა მზარეულიშვილი,
მენეჯერი
- მუქი ლალისფერი
- ჯიშური
- ჰარმონიული
- კლასიკური
- მუჯურეთული
- წესი
- რაჭა