ღვინის შესახებ
ღვინოს აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, გადამწიფებული მაყვლის, ალუბლის, შავი ქლიავის ჩირის, გრილზე შემწვარი ჩერი პომიდვრის, ბოლის და ტყავის არომატი. ღვინო არის ექსტრაქტული და სრულსხეულიანი, მაღალი ალკოჰოლით, სრული ტანინებით და დაბალი მჟავიანობით. პალეტზე იგრძნობა მაღალი ალკოჰოლის მხურვალე ეფექტი და ჩახარშული კენკროვანი ხილის საშუალო დაბოლოება. ღვინო საჭიროებს საკვებთან შეხამებას. შეუხამეთ ცხვრის ხორცის შაურმას, რიბაი სტეიკს შავი პილპილის სოუსით, შავ მწარე შოკოლადთან და ველური სოკოს რიზოტოს. გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
14.5%
ფერი
- ლალისფერი
არომატი
- წითელი კენკროვანი ხილი
გემო
- სხეულიანი
- ტანინიანი
ტექნოლოგია
- ქვევრი
ჯიში
- საფერავი
საოჯახო მარანი
- ლომთაძეების მარანი
რეგიონი
- კახეთი
წელი
2020