ღვინის შესახებ
ღვინო დამზადებულია ლაგვილავების საგვარეულო მარანში და ეს არის მათი პირველი მოსავალი. ყურძენი მოყვანილია სოფელ ინჩხურში რომელიც გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბუნებით. ღვინოს აქვს დაბალი ინტენსივობის ლალისფერი შეფერილობა, არის გამჭირვალე, ფერი ძალიან სახასაითოა ამ ჯიშისთვის. არომატზე არის საშუალო ინტენსივობის, ახასიათებს მწვანე და ბალახოვანი ტონები. გემოზე არის თხელი, მაღალი მჟავიანობით, ტანინების საშუალო შემცველობითა და გემოს საშულო დაბოლოებით. იდეალურია ახლა მისართმევად. შესაძლებელია ცივად მირთმევაც, კარგად შეეხამება ხბოს შემწვარ ან მოხაშულ ხორცს. რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
10%
ფერი
- ლალისფერი
არომატი
- ალუბალი
- ჟოლო
- სანელებლები
- წითელი კენკრა
გემო
- კომპლექსური
- ჰარმონიული
ტექნოლოგია
- კლასიკური
ჯიში
- ოჯალეში
საოჯახო მარანი
- მარტვილი
ადგილი
- ინჩხური
რეგიონი
- სამეგრელო
წელი
2022