ღვინის შესახებ
მცირე საოჯახო მარნის, მატასის საფერავისა და კაბერნეს ბლენდი, რომელიც იდეალური ტანდემია ამ ორი ყურძნის ჯიშის. ბოთლების რაოდენობა ძალიან მცირეა, სულ 140 ბოთლია. ნაზი ტანინების მქონე ღვინო, რომელიც მდიდარია მეორეული არომატებით, ნაღებისა და კარაქის. კრემოვანი სტრუქტურა კი უფრო ხავერდოვანსა და რბილს ხდის ღვინოს. 2022 წლის მოსავლის ღვინო, რომელიც პირველი წელია მატასის მეღვინეობისთვის და შესანიშნავი დასაწყისი.
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
12%
ფერი
- ლალისფერი
არომატი
- ალუბალი
- მაყვალი
- პაპრიკა
გემო
- კენკროვანი წითელი ხილი
ტექნოლოგია
- კლასიკური
ჯიში
- კაბერნე სოვინიონი
- საფერავი
ადგილი
- არხილოსკალო
რეგიონი
- კახეთი
წელი
2022