ღვინის შესახებ
მეღვინე არის რატი შავგულიძე, მდებარეობს თბილისთან ახლოს, არის საოჯახო მარანი. აქვს დაბალი ინტენსივობის ლალისფერი შეფერილობა, ღვინო ფერზე არის გამჭირვალე და მკრთალი. აქვს საშუალო ინტენსივობის კენკროვანი ხილისა და ყვავილოვანი არომატები. გემოზე ღვინოს აქვს დაბალი ინტენსივობის არომატები, საშუალო მჟავიანობა, არის თხელი და ხანმოკლე. ღვინო იდეალურია ახლა მისართმევად და მისი დაძველება არ არის რეკომენდირებული.
რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
13.5%
ფერი
- ღია ლალისფერი
არომატი
- წითელი კენკროვანი ხილი
გემო
- სასიამოვნო სიმჟავე
- ჰარმონიული
ტექნოლოგია
- კლასიკური
ჯიში
- შავკაპიტო
საოჯახო მარანი
- შავგულიძის ღვინის მარანი
ადგილი
- წილკანი
რეგიონი
- ქართლი
წელი
2020