ქისისა და რქაწითელის ჯიშების ბლენდი, 2020 წლის მოსავლისაა და დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით - ქვევრში. ღვინოს ახასიათებს ცოცხალი, ნათელი ოქროსფერი შეფერილობა, ყვითელი ხილისა და გამხმარი ბალახის არომატების სინთეზით. გემოზე ღვინო ელეგანტური და დახვეწილია, ტკბილი ხილისა და ცინცხალი სიმჟავის იდეალური ბალანსით. ბოთლში დაძველების შედეგად კი ტანინები რბილი და ხავერდოვანია.
ღვინო ახლა იდეალურ კონდიციაშია, თუმცა განვითარებისა და დავარგების წლები კვლავ აქვს დარჩენილი. შესაბამისად, როგორც ახლა მისართმევად, ამავდროულად საკოლექციოდაც საინტერესო ნიმუშია. გასტრონომიის კუთხითაც მრავალფეროვანი კერძების შეხამების შესაძლებლობას იძლევა, როგორც თეთრი ფრინველის ხორცთან, ასევე სოკოსა და ხილის დესერტებთან.
კატო შალვაშვილი
8000 მოსავლის სომელიე და დეგუსტატორი
- ქარვისფერი
- თეთრი ხილის ჩირი
- მდიდარი არომატებით
- საშუალო სხეული
- ქვევრი
- ყვარელი
- შილდა
- კახეთი