დეკანოზიშვილის ღვინო დამზადებულია სამი ჯიშისგან - საფერავი (68%), ოცხანური საფერე (22%) და შავკაპიტო (10%), ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით.
ღვინო მუქი ალუბლისფერია, ძოწისფერი კანტით. წამყვანია კასრში დავარგებისთვის სახასიათო არომატები: ვანილი, დარიჩინი, კარამელი, ქოქოსი. მეორე ცხვირზე ასევე იგრძნობა წითელი ბულგარული წიწაკისა და კენკრის მსუბუქი ტონები. სხეულიანი ღვინოა, მომრგვალებული ტანინებითა და გამყოლი გემოთი. ღვინის მაღალი ალკოჰოლურობა პალეტზე სასიამოვნო სიმხურვალით გამოიხატება. ასევე იგრძნობა შავი ქლიავის და შებოლილი ტონები პალეტზე. საინტერესო იქნება ბორდოს ღვინის მოყვარულთათვის, რადგან გავს სტილისტურად.
აქვს ბოთლში დაძველების კარგი პოტენციალი. სასურველია ღვინის დეკანტაცია სერვირებამდე. მოუხდება საქონლის, ღორის, ცხვრის ან გარეული ფრინველის ხორცს, გრილზე შემწვარი ბოსტნეულისა და კენკრის სოუსის თანხლებით.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- მუქი ალუბლისფერი
- მაყვალი
- ქლიავი
- წითელი ხილი
- სასიამოვნო სიმჟავე
- სხეულიანი
- ტანინიანი
- ქვევრი/მუხის კასრი
- ოცხანური საფერე
- საფერავი
- შავკაპიტო
- საგარეჯო
- კახეთი