ღვინო დამზადებულია კახეთის ორ გამორჩეულ ტერუარში (ახოებსა და მუკუზანში) მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ახასიათებს მუქი ალუბლისფერი შეფერილობა ძოწისფერი რკალით. დომინირებს კასრში დავარგებისა და ბოთლში დაძველებისთვის დამახასიათებელი არომატები: კვამლი, ვანილი, ქოქოსი, მსუბუქი ტყავი, მწიფე შავი ქლიავი, სანელებლები, თამბაქო. აქვს სრული სხეული, ხავერდოვანი ტანინები და ხანგრძლივი დაბოლოება. პალეტზე ქლიავის ჩირის ტონები იგრძნობა.
კომპლექსური, ხასიათიანი და ამავდროულად ელეგანტური ღვინოა, კარგად იხდენს ასაკს და კიდევ აქვს ბოთლში დაძველების პოტენციალი. იდეალურია მათთვის ვისაც აინტერესებს საფერავის დაძველების პოტენციალი და უყვარს კასრში დავარგებული სხეულიანი ღვინოები.
ღვინო გაუფილტრავია. საჭიროებს დეკანტირებას მინიმუმ ერთი საათით. იდეალურად შეეხამება დაბალ ტემპერატურაზე დიდი ხნის განმავლობაში მომზადებულ წითელ ხორცს მობრაწული ბოსტნეულის გარნირით. ასევე პაშტეტსა და სოკოს კერძებს.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ბროწეულისფერი
- ტკბილი სანელებლები
- დაბალანსებული მჟავიანობა
- ტანინიანი
- ხანგრძლივი დაბოლოება
- კლასიკური/მუხის კასრი
- საფერავი
- კახეთი