მეღვინეობა დაარსდა 2017 წელს, ღვინოზე შეყვარებული ირაკლი ფერაძის მიერ, რომელიც არის როგორც დამფუძნებელი, ისე მეღვინე. მეღვინეობა მუშაობს 3 სხვადასხვა რეგიონის ჯიშზე, ქართლიდან, კახეთიდან და იმერეთიდან, რომლებსაც ასევე სამი სხვადასხვა მეღვინეობის ტექნიკის გამოყენებით აწარმოებს, ესენია ქვევრის ტექნოლოგია, უჟანგავი ფოლადის ავზებში ღვინის დაყენება და ფრანგული მუხის კასრებში ღვინის დავარგება ბატონაჟის თანხლებით. მეღვინეობა მდებარეობს მცხეთის რაიონში, საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. მეღვინეობა ყოველწლიურად აწარმოებს დაახლოებით 50,000 ბოთლს.
ღვინოს აქვს ღია ჟოლოსფერი შეფერილობა, კოწახურის, ჟოლოს, ველური მარწყვისა და წითელი მოცხარის არომატები. ღვინო არის მსუბუქი, მაღალი მჟავიანობით, ტანინების მსუბუქი შეგრძნებით და აქვს კენკროვან ხილზე ორიენტირებული, საშუალო ხანგრძლივობის დაბოლოება. შეუხამეთ, მსუბუქი პასტას კერძებს, შემწვარ ქათამს და სალათებს.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
- ვარდის ფურცლებისფერი
- კოწახური
- წითელი კენკრა
- გამოხატული მჟავიანობა
- ნაზი
- ცინცხალი
- კლასიკური
- თავკვერი
- ფერაძის მეღვინეობა
- მუხრანი
- ქართლი