ღვინოს ახასიათებს საშუალო ინტენსივობის ოქროსფერი შეფერილობა არის გამჭირვალე და კრიალა. არომატზე ღვინოს აქვს ციტრუსის, მწიფე ლიმონის, მწიფე ვაშლის, და საფუვრის არომატები. გემოზე ღვინოს აქვს საშუალო ინტენსივობის არომატი, საშუალო მჟავიანობა და გემოს მოკლე ხანგრძლივობა. ღვინო იდეალურია ახლა მისართმევად. შეეხამება გრილზე შემწვარ სიბასს.
რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
- ჩალისფერი
- თეთრი ხილი
- მსუბუქი სხეული
- მწიფე თეთრი ხილი
- კლასიკური
- კახური მწვანე
- კახეთი
ღვინის კომპანია ,,გვარიანი’’ ჯიმშერ ჩხაიძემ დაარსა, რომელიც ამავდროულად ,,ასკანელი ძმების’’ თანადამაარსებელიცაა. ,,გვარიანი“ ქართული სიტყვაა და შესანიშნავს, კარგს ნიშნავს. ღვინის წარმოებას ორი ახალგაზრდა მეღვინე, დიმიტრი თავბერიძე და ბაჩო ახვლედიანი, უძღვება. ეტიკეტზე წარმოდგენილია რთველისა და ღვინის წარმოების პროცესი. ასევე ჩამოთვლილია მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ქართული საინტერესო გვარები.