რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან დაყენებული ღვინო ხასიათდება მუქი, ღრმა ქარვისფერი, ყავისფერში გარდამავალი შეფერილობით. არომატზე ინტენსიურად იგრძნობა გადამწიფებული, ჩამტკბარი ხილის, ქიშმიშის, გარგრის ჩირისა და ყვითელი, გამხმარი ფოთლების ტონი. გემოზე კი ტანინების, მჟავიანობისა და ალკოჰოლის ბალანსი ქმნის ჰარმონიულ ღვინოს, ძლიერი სტრუქტურითა და სრული სხეულით.
ღვინო კარგ კონდიციაშია მისართმევად და იდეალურად ეხამება გრილზე შემწვარ ინდაურის ხორცსა და სოკოს ბურგერს.
კატო შალვაშვილი
8000 მოსავლის სომელიე და დეგუსტატორი
- ქარვისფერი
- გარგრის ჩირი
- სხეულიანი
- ქვევრი
- რქაწითელი
- ბაბუნიძის ღვინოები
- კახეთი
ბაბუნიძე მცირე საოჯახო მეღვინეობაა, ოჯახი რომლის გვარსაც მეღვინეობა ატარებს, ტრადიციიებით მეღვინეები არიან, სადაც 120 წლის წინ ჩაყრილი ვაზიდან იწურება კვლავაც ღვინო. მათი წინაპარი გიორგი ბაბუნიძე პირველი ქართველი იყო ვინც ევროპაში ქართული ღვინო გაიტანა. მარნის დამფუძნებელი და მთავარი მეღვინე გიორგი ბაბუნიძეა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოს წამყვან მეღვინეობებში მუშაობის და საბოლოოდ 2016 წელს შექმნა საკუთარი მეღვინეობა. მათი ვენახი სოფელ ართანაში, თელავშია გაშენებული, რომელიც 10 ჰა-ს შეადგენს. ღვინო ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით ყენდება, რომელიც გემოზე ძლიერი ტანინებით და სრული სხეულით ხასიათდება.