ეტიკეტზე გამოსახულია სოფელ მეორე სვირში, მეღვინეობა ჭური ჩინებულის ეზოში დარგული ასწლოვანი მუხის ხე, რომლის შესანარჩუნებლადაც კომპანიის დამაარსებლებმა ბოტანიკოსი მიიწვიეს და ისტორიულ ხეს სიცოცხლე შეუნარჩუნეს.
ღვინო დამზადებულია კრახუნასა (60%) და კახური მწვანეს (40%) ჯიშებისგან და დადუღებულია ქვევრში ჭაჭაზე. აქვს ქარვისფერი შეფერილობა და კომპლექსური ბუკეტი. გამოხატულია ლეღვისა და ხურმის ჩირის, მოხალული ნუშის, გვირილის ნაყენის, შავი ჩაისა და ბუშმალას არომატები. გემოზე დაბალანსებულია, ცინცხალი მჟავიანობითა და წვნიანი პალეტით.
აქვს დავარგების პოტენციალი 3-5 წელი. იდეალურად მოუხდება ფხალეულს (კერძები, სადაც დომინირებს ჰერბალური გემო) და ფრინველის ხორცს.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ქარვისფერი
- მსუბუქი სხეული
- მწიფე თეთრი ხილი
- ხავერდოვანი ტანინები
- ქვევრი
- კრახუნა
- მწვანე
- იმერეთი
- კახეთი