რქაწითელი წამყვანი და ყველაზე ფართოდ გაშენებული ჯიშია საქართველოში, უმეტესად კახეთის რეგიონში. ღვინო გამოირჩევა მუქი ქარვისფერი, ოქროსფერში გარდამავალი შეფერილობით. არომატი ტკბილი, ყვითელი ხილის მურაბით მდიდარი, რომელსაც ერწყმის მინდვრის ყვავილები. გემოზე იგრძნობა გამოხატული, ძლიერი ტანინები, სასიამოვნო მჟავიანობა და გამართული სტრუქტურა.
ღვინოს დაძველების დიდი პოტენციალი აქვს და იდეალური ნიმუშია საკოლექციოდ. არაჩვეულებრივად ეხამება ინდაურის ხორცსა და შემწვარ ორაგულს.
კატო შალვაშვილი
8000 მოსავლის სომელიე და დეგუსტატორი
- ქარვისფერი
- ბალახეული
- გარგრის ჩირი
- ვაშლის ჩირი
- ქვევრი
- რქაწითელი
- კახეთი