შარდონესა და პინოს ყურძნის ჯიშის ბლენდისგან მიღებული პეტნატი გამოირჩევა მინერალური, მკვახე ხილისა და მწვანე მცენარეების არომატით. გემოზე გამოხატულია კრემოვანი სტრუქტურა, სასიამოვნო სიმჟავე და ინტენსიური სიცქრიალე.
ღვინო იდეალურად ეხამება ხილის ასორტებსა და თეთრი, მოხარშული კრემის ნამცხვრებს.
კატო შალვაშვილი
8000 მოსავლის სომელიე და დეგუსტატორი
- ჩალისფერი
- თეთრი ხილი
- ციტრუსი
- გამყოლი გემო
- ცინცხალი მჟავიანობა
- პეტნატი
- პინო
- შარდონე
- ქართლი
ბინეხის მეღვინეობა 1990 წელს დაარსდა, იგი თბილისში, ზაჰესში მდებარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ბინეხი ერთ-ერთი წამყვანი მეღვინეობა გახდა საქართველოში. მარნის მთავარი მეღვინე ბაჩანა ხალვაში წლებია რაც უძღვება პროცესებს, მისი შექმნილი არა ერთი გამორჩეული და საინტერესო ნიმუში ახსოვს ქართველ ღვინის ენთუზიასტებს. მეღვინეობასთან ერთად იგი ხელოვნებით არის გატაცებული და ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ სათამაშოებს.მეღვინეობა ნაწილობრივ ფლობს ვენახებს როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.