გიორგის ღვინოები გამორჩეულია ეტიკეტებით, რომლებიც მისი ცხოვრების ისტორიებს გვიყვება. ეს კონკრეტული ღვინო გიორგიმ მამას მიუძღვნა, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. ეტიკეტზე გამოსახულია რიცხვი 22, რომელიც იმ სახლის ნომერია, რომელიც გიორგის მამამ დაუტოვა გარდაცვალების შემდეგ, ახლა კი ამ სახლში სადეგუსტაციო სივრცეა მოწყობილი სტუმრებისთვის. რიცხვი 22 ისე არის დაწერილი, რომ იკითხება როგორც სიტყვა - მამა.
ღვინო დადუღებულია ქვევრში, შემდეგ კი დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში. მდიდარია ჯიშური არომატებით. ალუბლის, მოცხარის, ცოცხალი კენკრის ტონებით, რომლებსაც იდეალურად ეხამება კასრისგან მიღებული ვანილისა და მსუბუქი შოკოლადის ტონი. აღქმული არომატები პალეტზე მეორდება და ქმნის რბილ, დახვეწილ, ელეგანტურ ღვინოს, მსუბუქი ტანინებითა და ხანგრძლივი, კენკროვანი დაბოლოებით. ღვინო იდეალურად ეხამება ბურგერებს, პომიდვრის პასტასა და ობიან ყველს.
კატო შალვაშვილი
8000 მოსავლის სომელიე და დეგუსტატორი
- წითელი
- ალუბალი
- სხეულიანი
- ტანინიანი
- ქვევრი/მუხის კასრი
- საფერავი
- კახეთი