სწორედ სარეზერვო მიმართულების არის 2018 წლის მოსავლის საფერავი, რომელიც დაყენებულია წითელი ღვინის ტექნოლოგიით, უჟანგავი ფოლადის ცისტერნაში, შემდგომ კი 24 თვის განმავლობაში დავარგდა ფრანგული მუხის კასრებში.
ღვინო ხასიათდება მუქი ალუბლისფერი შეფერილობით, მდიდარია შავი მოცხარის, შავი ქლიავისა და გადამწიფებული ალუბლის არომატებით, რომელსაც იდეალურად ერწყმის მუხის კასრიდან მიღებული შავი შოკოლადის ტონები. ღვინო ექვსი წლის დაძველებულია და არომატში კარგად იგრძნობა ტყავისა და ბოლის სასიამოვნო, დაძველებული წითელი ღვინისთვის დამახასიათებელი არომატი. გემოზე კი ცოცხალი მჟავიანობა და ხავერდოვანი ტანინები ახასიათებს.
მიუხედავად იმისა რომ ღვინო უკვე წლებია ბოთლში ძველდება, სწორედ ცოცხალი მჟავიანობა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ამ ღვინოს ბოთლში განვითარებისა და დაძველების წლები კიდევ წინ აქვს. იგი იდეალურად შეეხამება საქონლის ხორცის სტეიკს, მაყვლის სოუსთან ერთად, შებოლილ ხორცსა და ლურჯ ყველს.
კატო შალვაშვილი
8000 მოსავლის სომელიე და დეგუსტატორი
- ლალისფერი
- ალუბალი
- შებოლილი ტონები
- ვანილი
- მსუბუქი სხეული
- კლასიკური/მუხის კასრი
- საფერავი
- ნაფარეული
- კახეთი