მეღვინეობა ბუერა მდებარეობს ნაფარეულში, მდინარე ლოპოტას ტერიტორიაზე. ნაფარეულის მიკროზონაში მდებარე შატო ბუერას ვენახები ჩრდილოეთის ფერდობის 5 ჰექტარ მიწაზეა განლაგებული. მეღვინეობა აწარმოებს ღვინოებს როგორც ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ისე უჟანგავი ფოლადის ავზებსა და ფრანგული მუხის კასრებში. ღვინის წარმოებაში კი, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ყურძნის ჯიშებს იყენებს.
შატო ბუერა „ლოპოტა სპა რეზორტის“ განუყოფელი ნაწილია. რეზორტი შუაგულ კახეთში, ტბის ირგვლივაა გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული. დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, 60 ჰექტარზე განლაგებული კურორტი სტუმრებს ოთხი სეზონის განმავლობაში განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.
საფერავს აქვს ინტენსიური შეფერილობა, არომატზე არის ინტენსიური და აქვს ძლიერი არომატული სტრუქტურა, ტყის კენკრა, მოცხარი, ჟოლო, მარწყვი, არის ახალგაზრდა როგორც არომატზე ასევე გემოზე. აქვს ახალგაზრდა და მკვახე ტანინები, ახასიათებს ცოცხალი მჟავიანობა და გემოს საშუალო ხანმგრძლივობა. საჭიროებს დაძველებას 2026-2046. შეეხამება ცხიმიან სტეიკს.
რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
- მუქი წითელი
- წითელი კენკრა
- მსუბუქი სხეული
- კლასიკური
- საფერავი
- ნაფარეული
- კახეთი