ღვინო დამზადებულია ვაზისუბნის მიკროზონაში მოწეული კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან. ახასიათებს რედუქტიული ბუკეტი, რომელიც სერვირების შემდეგ ჭიქაში დროსთან ერთად იხსნება და ღვინის მრავალფეროვნება უკეთ აღიქმება. განსაკუთრებით გამოხატულია სატაცურის, ბალახეულისა და პეტროლის არომატები. ასევე იგრძნობა ციტრუსის და ყვავილოვანი ტონები. აქვს სრული სხეული, სასიამოვნო მჟავიანობით და თბილი და ხანგრძლივი დაბოლოებით.
სასურველია ღვინო მალევე მიირთვათ და დიდი ხანი არ დააყოვნოთ ბოთლში. მისი ჰერბალური ხასიათიდან გამომდინარე კარგად შეეხამება სატაცურის კერძებს, პასტას პესტოს სოუსით და ქათმის ხორცს.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ჩალისფერი
- თეთრი ხილი
- მსუბუქი სხეული
- კლასიკური
- კახური მწვანე
- კახეთი