ვინივერიას პეტ-ნატი ქისი არის ბუნებრივად ცქრიალა ღვინო. პეტ-ნატის ტექნოლოგიის შესაბამისად გავლილი აქვს მხოლოდ ერთი ალკოჰოლური დუღილი, რომელიც უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში დაიწყო და ბოთლში დასრულდა, რის შედეგადაც, ღვინოს ბუნებრივი ცქრიალი აქვს შენარჩუნებილი.
მოყვითალო, მსუბუქად ცქრიალა, მარტივად მისართმევი ღვინოა. შესაძლოა ჭიქაში იყოს უმნიშვნელოდ შებურული. აქვს ინტენსიური არომატი, განსაკუთრებითაა გამოხატული ტროპიკული ხილის (მარაკუია, მანგო) და ყვავილოვანი არომატები. სასიამოვნოდ გადაჰკრავს პურ-ფუნთუშეულის ნოტები. ახასიათებს მსუბუქი სიცქრიალე, ცინცხალი მჟავიანობა, დაბალანსებული გემო და ხანგრძლივი დაბოლოება.
ღვინო პრიმერი ტიპისაა, ამიტომაც სასურველია მიირთვათ მის ადრეულ ასაკში. იდეალურია წლის ცხელ პერიოდში აპერიტივად. ასევე მოუხდება თევზეულს და ხილის სალათებს.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ჩალისფერი
- თეთრი ტროპიკული ხილი
- ციტრუსი
- მწვანე ხილი
- სასიამოვნო სიმჟავე
- ხალისიანი
- პეტნატი
- ქისი
- ახმეტა
- კახეთი