ატენის ტერასები ერთ-ერთი გამორჩეული ვენახების მქონე მეღვინეობაა, რომელმაც 2010 წელს დაიწყო ტერასული ვენახების გაშენება საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ქართლის რეგიონში, სოფელ ატენში. ვენახები გაშენებულია ვულკანურ ხეობაში ტერასებზე კლდოვანი კირქვის ნიადაგზე რაც ქმნის დახვეწილ ღვინოს, ფეთქებადი , ყვავილოვანი ,ციტრუსოვანი და მინერალური ტონებით. ვენახში გაშენებულია ადგილობრივი ჯიშები: ჩინებული, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო, საფერავი, მუხა მწვანე, დანახარული, რომლის საერთო ფართობი 20 ჰა-ია. მარნის დამფუძნებელი და მეღვინე ილია თერმაკოზიშვილია, რომლის მიმართულებაც ბიომეღვინეობაა, იგი ღვინოებს კლასიკური ტექნოლოგიით, უჟანგავ იფოლადის ცისტერნაში აყენებს. მათი სადებიუტო მოსავალი 7 წლის შემდეგ, 2017 წელს შედგა.