ღვინოს აქვს ქარვისფერი შეფერილობა. გამოირჩევა სრული სხეულით, ხასიათიანი ტანინებით და გარგრის ჩირის ტონებით. ახასიათებს ქვევრში დაყენებული მწვანისთვის დამახასიათებელი ხილისა და მცენარეული არომატები. გამოხატულია გარგრისა და ხურმის ჩირის, გამხმარი მინდვრის ყვავილების, წიწვოვანი ხის ფისისა და აღმოსავლური სანელებლების ტონები.
ღვინოს უკვე 6 წელი უსრულდება, შესაბამისად უკვე კარგად გამოიხატება მისი დაძველების პოტენციალი, თუმცა კიდევ რამდენიმე წელი ჯერ კიდევ წინ აქვს. მოუხდება დაბრაწულ იხვს ან ინდაურის ხორცს მოტკბო სოუსის თანხლებით, ასევე დავარგებულ ყველს თაფლისა და ხახვის მურაბით.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ქარვისფერი
- გარგრის ჩირი
- კურკოვანი ხილი
- მდიდარი ბუკეტი
- ქვევრი
- მწვანე
- კახეთი