მეღვინეობა ანბანი 2017 წელს დაარსდა 4 მეგობრის მიერ. მათი მიდგომაა აწარმოონ ნატურალური მეღვინეობა და ვენახს მოუარონ ბიო მიმართულებით. ვენახში ძირითადი წამლობის სამუშაოების დაგეგმვა მეტეო სადგურის მეშვეობით ხდება, რათა თავიდან აირიდონ ზედმეტი ჩარევები. იქიდან გამომდინარე, რომ მათი მიმდინარეობა ნატურალური მეღვინეობაა კომპანია "ნატურალური ღვინის ასოციაციის წევრია". ვენახი და მარანი სოფელ ოჟიოში, ახმეტის რაიონში მდებარეობს. წლის განმავლობაში დაახლოებით 15-დან 20 ტონამდე ყურძენს ამუშავებენ რაც სარეალიზაციოდ გამზადებულ 15 000 ბოთლს უდრის. სახელი ანბანი გამოხატავს ისტორიის იმ ნაწილის გახსენებას, რომ საქართელოს ორი უძველესი ღვინის და ანბანის კულტურა აქვს. სწორედ ამ ორი კულტურის გაერთიანებაა ეტიკეტზეც და დასახელებაშიც, რათა ყველასთვის თვალსაჩინო ყოფილიყო ღვინით მირთმეული ქართული ანბანის უნიკალური ვიზუალი.