მეღვინეობის ისტორია 2020 წლიდან იწყება, მარნის დამფუძნებელი და მეღვინე გიორგი ჭიჭინაძეა. გიორგის მფლობელობაში 2 ჰექტარი ვენახია, 1 ჰექტარი თავად გააშენა, 1 ჰექტარზე კი ძველი, მიტოვებული ვენახი გააცოცხლა და აღადგინა. მარანი მდებარეობს სოფელ ტბისში ვენახიდან 15 კილომეტრით მოშორებით, საიდანაც ყურძნის ტრანსპორტირება ხდება სპეციალური ყუთებით. პირველად ღვინო 2021 წლის მოსავლიდან ჩამოასხეს. ღვინის დაყენება მხოლოდ მათი ვენახიდან მიღებული ყურძენით ხდება, რომელიც არ არის ქიმიური პრეპარატებით შეწამლული (მხოლოდ სპილენძი და გოგირდი). ღვინო ყენდება ბუნებრივად ყველანაირი ჩარევის გარეშე, ხოლო დასახელება ანგურის მნიშვნელობა მევენახეობა-მეღვინეობის ქართულ წარმართულ ღვთაების დასახელებიდან მოდის. ეს დასახელება რაჭასა და ლეჩხუმში იყო გავრცელებული.