მეღვინეობა ამბრა რაჭული მხარის მცირე მარანია, რომელსაც ახალგაზრდა მეღვინე აკაკი სირაძე ხელმძღვანელობს. პირველი რთველი რომელიც 2018 წელს მიიღეს, შედეგი ჯამში 500 ბოთლი ღვინო იყო. მას მერე ყოველ წელს ეს რაოდენობა საგრძნობლად იზრდება და სულ რაღაც 4 წელიწადში 15.000 ბოთლზეა ასული. თუმცა რაოდენობასთან ერთად მეღვინე ყოველ წელს სხვა სიახელეებსაც გვთავაზობს. ღვინის ეტიკეტი იქნება ასორტიმენტის სხვადასხვაობა, თუ საექსპორტოდ დამატებული ახალი ქვეყანა.
ყველამ ვიცით რომ ღვინო ვენახიდან იწყება ამიტომ აკაკისთვისაც ვენახია მთავარი იარაღი, რომელიც მისი ოჯახის მფლობელობაშია. ალბათ ამანაც განაპირობა მისი ღვინოების ხარისხი, რაც ძალიან მალე აიტაცეს ღვინის მოყვარულებმა საქართველოში და ასევე ძალიან მალე უცხოეთშიც. რასაც საკმაოდ მოკლე დროში ღვინის 5 ქვეყანაში ექსპორტი მოყვა.
როგორც მივხვდით მეღვინეობა ამბრა სწრაფად მზარდი მარანია და გვგონია რომ შემდეგი წლების დაკვირვებით დავინახავთ როგორც მარნის ასევე რაჭის რეგიონის მრავალფეროვნებასაც, პოტენციალსაც და ხარისხს.