ბაბუნიძე მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომლის წლიური წარმოებაც არ ცდება 5 ათას ბოთლს. გიორგი ბაბუნიძე კი მარნის დამფუძნებელი და მთავარი მეღვინეა. გიორგის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოს წამყვან მეღვინეობებში მუშაობის და საბოლოოდ 2016 წელს შექმნა საკუთარი მეღვინეობა. მარნის მიმართულება ტრადიციული ქვევრის, ტანინიანი, ძლიერი ღვინოების შექმნაა.
გიორგი ბაბუნიძემ მრავალწლიანი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების შედეგად შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო საოჯახო მეღვინეობა.