მცირე საოჯახო მეღვინეობა, რომლის დამფუძნებელი და მეღვინეც ბადრი ბადრიაშვილია. მარანი გურჯაანში მდებარეობს. ბადრი არა მხოლოდ მეღვინე, არამედ მევენახეც არის და თავად უვლის საკუთარ ვენახებს, რომელიც ასევე გურჯაანში არის გაშენებული. 3 ჰექტარი ვენახზე სამი ჯიშის ყურძენს შეხვდებით : რქაწითელი, ხიხვი და საფერავი. აღსანიშნავია რომ 1 ჰექტარი ვენახი, ძველი, 80 წლის ვენახია, რომელსაც დღემდე უფრთხილდება, აცოცხლებს და მისგან აყენებს ღვინოს. წლიურად მარანი სულ 3 ათას ბოთლს აწარმოებს.