იმერეთის შუაგულში ორმა დამ ბაიამ და გვანცამ გადაწყვიტეს ის რასაც მთელი ცხოვრება თვალს ადევნებდნენ და მათი ოჯახის ტრადიცია იყო თავად გაეგრძლებინათ და შექმნეს მარანი, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ. ბაიას და გვანცას მეღვინეობა ნატურალურია, როგორც თავად ამბობენ ნატურალური მეღვინეობის მთავარი არსი ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნაა, მაღალი ხარისხის ყურძენი კი საშუალებას აძლევს, რომ ზედმეტი ჩარევის გარეშე შექმნან სახასაითო და ინდივიდუალური ღვინო. ბაია და გვანცა ერთ-ერთი პირველი ქალი მეღვინეები არიან რომელთა მარანმაც ღვინის ენთუზიასტების სიყვარული და მოწონება დაიმსახურა, როგორც თავად ამბობენ სქესს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ხარისხი და შედეგია.