კასრელი მცირე მეღვინეობაა, რომელიც კახეთში მდებარეობს. მარანის მიმართულება ნატურალური მეღვინეობაა, იგი 2014 წელს დაარსდა, ხუთი მეგობრის მიერ. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელისა და მეღვინის მიხეილ დოლიძის ბიოგრაფია საკმაოდ საინტერესოა, იგი მისი მეგობრებისა და მარნის თანადამფუძნებლების მსგავსად ექიმია, რომელიც ღვინის ენთუზიასტი იყო და საბოლოოდ ენთუზიასტობა აქცია მის ახალ პროფესიად. ექიმმა მეგობრებმა გადაწყვიტეს სრულად ჩართულიყვნენ ღვინის სფეროში და შეძლეს გამხდარიყვნენ ერთ-ერთი წამყვანი ნატურალი ღვინის მწარმოებელი მარანი საქართველოში.
კასრელი ფლობს საკუთარ, ბიოლოგიურად სუფთა ვენახებს, რომელიც გაშენებული აქვთ კახეთში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე