შატო ოჟიო, ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის სახელწოდება სწორედ მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს. საწარმო მდებარეობს ალავერდთან ახლოს და აქვს ხედები კავკასიონზე. ვენახები გაშენებულია ოჟიოს ველებზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას შეადგენს ქვევრის ღვინის წარმოება და მისი რეალიზაცია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე.
"ღვინის სიყვარულისა და მასთან მრავალწლიანი საოჯახო კავშირის შედეგად, გაჩნდა იდეა გვეწარმოებინა ისეთი პროდუქცია, რომლის ხარისხი იქნებოდა უმაღლესი და ამის განხორციელებაში ხელს სწორედ ის უნიკალური მიკროზონა გვიწყობს, სადაც თავად ვენახებია გაშენებული."