ეს კონკრეტული ღვინის ნიმუში არის იდეალური მაგალითი იმისა თუ როგორია დასავლეთ საქართველოს წითელყურძნიანი ჯიშების მომავალი და პოტენციალი, ღვინოს აქვს საშუალო ინტენსივობის ძოწისფერი შეფერილობა, არის საშუალოდ გამჭირვალე, არომატი აქვს ძალიან მადისაღმძვრელი და განდომებს მაშინვე დაუფიქრებლად გასინჯო გემოზე, აქვს მწიფე ალუბლის, კენკრის, შინდისა და ამავდროულად ვეგეტატიური ტონები, რომელიც ერთმანეთს ძალიან საინტერესოდ ერწყმის, ახასიათებს სანელებლებისა და ყვავილების ტონები, გემოზე არის ინტენსიური, მწიფე, თხელი სხეულით, ცოცხალი მჟავიანობითა და ამ ტიპის ღვინისთვის გასაოცრად ხანგრძლივი დაბოლოებით. ღვინო არის იდეალური დღესვე დასალევად თუმცა ექსპერიმენტების მოყვარულებს ვურჩევ გასინჯონ რამდენიმე წელში 2025-2026. ძალიან კარგად შეეხამება, შემწვარი იხვის ხორცს.
რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
- წითელი კენკრა
- მსუბუქი სხეული
- სასიამოვნო სიმჟავე
- ოცხანური საფერე
- იმერეთი