მ.დ. ვაინერი საშუალო ზომის, საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც კახეთში, კერძოდ კი საგარეჯოს რაიონში მდებარეობს. მარნის დამფუძნებელი და მეღვინე მიხეილ დავითელაშვილია. მარნის მფლობელობაში 8 ჰექტარი ვენახია, რომელიც კახეთის რეგიონში კერძოდ კი : კურდღელაურში, საგარეჯოსა და კარდენახში არის გაშენებული. მეღვინეობა წლიურად აწარმოებს 35 ათას ბოთლს.