მობილური აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები
ბოლო განახლება 15.01.2020
აღნიშნული პოლიტიკა განმარტავს იმას, თუ როგორ იყენებს შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია" (შემდგომში, 8000 მოსავალი) თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ჩვენი მობილური აპლიკაციის, 8000 Vintages, სარგებლობისას.
აპლიკაციის შესახებ:
აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ შექმნათ ჩვენთან შეძენილი ღვინის ისტორია, შეაფასოთ თითოეული ღვინო, ჩაინიშნოთ კომენტარი და დააგროვოთ ბონუსები პირად ანგარიშზე.
დაგროვილი ბონუსების გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ 8000 მოსავლის ობიექტებში, ღვინოსა და სხვა პროდუქციაზე.
- შპს ქართული ღვინის კოოპერაცია იტოვებს უფლებას, რომ გაგიუქმოთ ანგარიში 2 წლიანი უმოქმედობის შემდგომ.
გამოყენების პირობები:
- აპლიკაცია "8000 Vintages" წარმოადგენს შპს „ქართული ღვინის კოოპერაციის“ (შემდგომში, 8000 მოსავალი) ინტელექტუალურ საკუთრებას. დაუშვებელია ნებართვის გარეშე ნებისმიერი ტექსტური თუ ვიზუალური მასალის გადმოწერა და გამოყენება - როგორც კომერციულ საქმიანობაში, ასევე პირადი მიზნებისთვის.
- აპლიკაციის გამოყენებით ადასტურებთ , რომ ხართ სრულწლოვანი პირი.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
1. 8000 მოსავლისთვის მნიშვნელოვანია და პატივს სცემს მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვას, შესაბამისად გვსურს განვმარტოთ თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და გავცემთ თქვენ შესახებ ინფორმაციას.
2. შემდგომი პოლიტიკა ვრცელდება 8000 მოსავლის მობილურ აპლიკაციაზე.
3. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენი მხრივ, შესაძლოა დამუშავდეს თქვენი, როგორც მომხმარებლების პერსონალური მონაცემები.
4. სტატისტიკური მიზნებისთვის ჩვენ შესაძლოა მოვაგროვოთ თქვენ მიერ რეგისტრაციისას მოწოდებული ინფორმაცია, თქვენი ლოკაციის, ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის ნომრის შესახებ.
4. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მისი პირადი მონაცემების დამუშავებაზე
5. თქვენი პერსონალური მონაცემები დაცულია ჩვენთან და არ ხდება მესამე პირზე გადაცემა. გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რეკომენდაციები:
არ გაუზიაროთ მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს.
ცვლილებები წესებში:
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევცვალოთ აღნიშნული წესები საჭიროებისამებრ, შესაბამისად, გთხოვთ, გადაამოწმოთ იგი პერიოდულად.
* ყოველი განმარტება ძალაში შედის მისი განთავსების მომენტიდან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
შპს ქართული ღვინის კოოპერაცია
ს. ცინცაძის 26
032 2 88 00 11