მეღვინეობა პი მცირე საოჯახო მარანია, რომლის დამფუძნებელიც ომარაშვილების ოჯახია, თეონა ომარაშვილი მარნის თანადამფუძნებელი და მეღვინეა. მეღვინეობა მდებარეობს თბილისთან ახლოს, წავკისში და დაარსდა 2020 წელს. მარანი ფლობს საკუთარ ვენახებს რომელიც კახეთში, სოფელ აკურაში მდებარეობს. მეღვინეობის სახელი პი დაკავშირებულია პი რიცხვთან - 3.14, ღვინო როგორც მუდმივა. მეღვინეობა წლიურად 7 ათას ბოთლს აწარმოებს.