ღვინის შესახებ
ღვინო დამზადებულია ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ხანგრძლივ ჭაჭაზე დაყოვნებით, ენდემური საფუვრის კულტურის გამოყენებით.
ღვინო ასახავს 2021 წლის გრილ და წვიმიან სეზონს კახეთში. ღვინოს აქვს საშუალო ქარვისფერი შეფერილობა, ლოკოკინის ნიჟარის, სველი ქვების, პესტოს, თხილეულის და გადამწიფებული კურკოვანი ხილის არომატი. ღვინო არის საშუალო სხეულიანი, იგრძნობა მარილის გემო, რომელიც კარგად ეხამება მწიფე კურკოვანი ხილის გემოებს და აქვს საშუალო გამყოლი დაბოლოება.
ღვინო თავისი უნიკალური არომატიდან და გემოდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეუხამოთ, ლოკოკინებს, ზღვის პროდუქტებს და დავარგებულ ყველს. რეკომენდირებულია მიირთვათ 2023-2026 წლებში.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
11.5%
ფერი
- ქარვისფერი
არომატი
- თეთრი ხილი
გემო
- სხეულიანი
- ტანინიანი
ტექნოლოგია
- ქვევრი
ჯიში
- ქისი
რეგიონი
- კახეთი
წელი
2021