ღვინის კომპანია შუმი დაარსებულია 2001 წელს და მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, სოფელ წინანდალში. სიტყვა შუმი ძველი დროიდან საქართველოში ნიშნავდა განუზავებელ ღვინოს. მეღვინეობამ პირველმა საქართველოში დაარსა ვაზისა და ღვინის მუზეუმი „ვაზიონი“, სადაც წარმოდგენილია გადაშენებას გადარჩენილი 325 ქართული და 105 – მსოფლიოში გავრცელებული ვაზის ჯიშები.